- პროექტის სახელი: თბილისის სკვერები და პარკები
- პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის სტრატეგიული მიზანია პარკების დასუფთავება და ისტორიის გაცნობა.
- პროექტის სრული აღწერა
პრობლემის განსაზღვრა
იმისათვის , რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ის არის პიროვნება, საზოგადოების წევრი, რომელიც ვალდებულია დაიცვას, გაუფრთხილდეს გარემოს და გახდეს მაგალითის მიმცემი, როგორც თანატოლებისათვის, ასევე უფროსი თაობის ადამიანებისა, აუცილებელია თითოეული მოსწავლე ცდილობდეს თავისი წვლილი შეიტანოს პარკების მოვლა-დასუფთავებაში და ეცნობა პარკების ისტორიას.
მიზანი
პროექტის სტრატეგიული მიზანია პარკებისა და სკვერების დასუფთავება და ისტორიის გაცნობა. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა მოსწავლეებმა იზრუნონ, მასწავლებელთან ერთად სკვერებისა და პარკების დასუფთავებაზე.
ამოცანა
პროექტის მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია განვახორციელოთ შემდეგი:
- სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება
- ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება(ხელთათმანების მოძიება, დასასუფთავებელი იარაღების შეგროვება, რეიტინგის წარმოება, თითოეული პარკის შესახებ ინფორმაციის მოძიება)
- სამუშაოს დროულასდ შესრულება
- შთაბეჭდილებების ჩაწერა
პროექტის განხორციელების გზები
პროექტი განხორციელდება ერთი თვე(მაისის ყოველი შაბათ-კვირა)
პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი (7 კლასი)
გათვალისწინებული სამუშაოსათვის ვისარგებლებთ თბილისის სკვერებით (ვაკის პარკი, მზიური, რიყე, კიკვიძის ბაღი, მუშტაეთის ბაღი, მთაწმინდის ტყე-პარკი)
მასწავლებლის ფუნქციაა უხელმძღვანელოს პროექტის განხოციელებას, დაგეგმოს სამოქმედო გეგმა და გაუწიოს მონიტორინგი
სამუშაო განრიგი
კონკრეტული პარკის მოწესრიგება დასუფთავება პარკის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დახარისხება.
მოსალოდნელი შდეგები
რეკრეაციული ზონების დასუფთავება-მოვლა, გაფრთხილება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება მოსწავლეთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკოლოგიურ გარემოში. პასუხისმგებლობის გაზრდა არსებულის გაფრთხილება დაცვა. დაინტერესება რეკრეაციული ზონების მნიშვნელობასა და გამრავლებაში. ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია, თვითშეფასება. ისინი ხდებიან საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები.
მონიტორინგს აწარმოებს მასწავლებელი.
- მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 2017 წლის მაისი.
- პროექტი შესაძლო აქტივობები კლასში:
- ჯგუფებში ფუნქციების გადანაწილება.
- პლაკატების მომზადება, აბრების მომზადება
- ინტერნეტში მასალების მოძიება ( პარკების ისტორიის შესახებ)
- მოსალოდნელი შედეგები: პარკების დასუფთავება გალამაზება. მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრის ცხოვრებაში.
- სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებში გაიზრდება პასუხისმგებლობა რეკრეაციული ზონების დაცვის-გაფრთხილებისა, რაც წინაპირობაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.
- სამუშაო ენა: ქართული
- საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შემეცნებითი თვალსაზრისით ინტერნეტთან წვდომა, ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის მომზადებისათვის.
- პროექტის ფასილიტატორი: ნანა სვანიძე.
No comments:
Post a Comment